EN
GE
განცხადებები
18 ივნისი, 2016
კამპანია “ეს შენ გეხება” საჭიროდ თვლის გამოეხმაუროს ფარული მოსმენა-მიყურადების რეფორმის საკითხზე მომზადებული კანონპროექტების ინიცირების საკითხს. პირველ რიგში, გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ რა პრინციპით შეარჩია კამპანიამ მის მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირების ფორმა და სტრატეგია.
17 ივნისი, 2016
,,სამართლიან არჩევნებს“ სურს გამოეხმაუროს ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ 17 ივნისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას, რომელიც მიმართულია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.
17 ივნისი, 2016
2016 წლის 22 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვებამ საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვის პროცესში რიგი ხარვეზები გამოავლინა. 
14 ივნისი, 2016
10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. 
13 ივნისი, 2016
13 ივნისს, კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
7 ივნისი, 2016
პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა. პროექტი ინიცირებული იყო „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ და მათვე გაითხოვეს უკან. აღნიშნულის მიზეზად, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, პროექტის მისაღებად არასაკმარისი ხმების რაოდენობა დაასახელა.  
3 ივნისი, 2016
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას. 

3 ივნისი, 2016
2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. 
1 ივნისი, 2016
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო დროს აგრესიული ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების ქმედებების გამო, რასაც ირიბად ახალისებს სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი რეაგირება ან სრული გულგრილობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და კანონდარღვევების მიმართ.

1 ივნისი, 2016
მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო. 
წინა |  1  ...  16  17  18  19  [20]  21  22  23  24  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted