EN
GE
პრესრელიზები
29 ნოემბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს. უბნების დახურვის შემდეგ, მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში წარადგინა 53 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი.
28 ნოემბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. საარჩევნო უბნების მიმდებარედ მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.
28 ნოემბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება მოსული ამომრჩეველების აღრიცხვის მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არმისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. აღნიშნული საქართველოში არჩევნებზე დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა და წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას.
28 ნოემბერი, 2018
ამ დროსათვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა თუ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და მათი მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა. ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.
28 ნოემბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
27 ნოემბერი, 2018
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის გამოსავლენად საჭირო გახდა არჩევნების მეორე ტურის გამართვა, ვინაიდან პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. მეორე ტურში გადავიდა საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“ უჭერს. გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - „ევროპულმა საქართველომ“ და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ. სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“
21 ნოემბერი, 2018
21 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
29 ოქტომბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია. საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
28 ოქტომბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები
28 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
[1]  2  3  4  5  ...  16  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted