EN
GE
განცხადებები
3 თებერვალი, 2016
სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე
31 იანვარი, 2016
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას
28 იანვარი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 14 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა ე.წ.  სპეციალური საარჩევნო უბანი. 
27 იანვარი, 2016
ხელისუფლების პროექტი არსებითად ვერ ცვლის სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებულ პრობლემას.
25 იანვარი, 2016
სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც წლების განმავლობაში არსებობს სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით. 
24 იანვარი, 2016
კატეგორიულად არ ვიზიარებთ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს სურთ სამხედრო მოსამსახურეებს "ხმის უფლება ჩამოართვან"
23 იანვარი, 2016
სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის ძალადობრივ ქმედებას და მის მიერ გამოვლენილ არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს.
24 დეკემბერი, 2015
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.
 
16 დეკემბერი, 2015
2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც  ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
11 დეკემბერი, 2015
მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ ამ და სხვა ძალადობრივი ინციდენტების სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება. 
წინა |  1  ...  20  21  22  23  [24]  25  26  27  28  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted