ISFED http://www.isfed.ge Rss Feeds ka-ge კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1469&lang=geo კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა. 2019-01-09 00:00:00 იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც კლანური პრინციპით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს, უნდა გადადგნენ http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1468&lang=geo უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. 2018-12-29 00:00:00 კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1467&lang=geo კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას. 2018-12-27 00:00:00 სამოქალაქო სექტორი პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შეჩერებას მოითხოვს http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1466&lang=geo იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა. დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. 2018-12-24 00:00:00 სოციალური მედიის მონიტორინგი - მეორე შუალედური ანგარიში http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1465&lang=geo სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგს პირველად ახორციელებს. არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მზარდი როლი და გავლენა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესმა ცხადად წარმოაჩინა. 2018-12-20 00:00:00 არჩევნების მეორე ტურზე „ფეისბუქზე“ დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა გასამმაგდა - სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1464&lang=geo 20 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მიმდინარე ანგარიში ძირითადად ეხება საარჩევნო კამპანიურ აქტივობებს „ფეისბუქზე“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თუმცა ასევე შეიცავს პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდზე დაკვირვების მონაცემებს. 2018-12-20 00:00:00 არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს http://www.isfed.ge/index.php?a=main&pid=1463&lang=geo 15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ოლქის 7 უბანზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. 2018-12-18 00:00:00