2018
დონორი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის – NED
ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2018 – 14 სექტემბერი, 2018
ბიუჯეტი: 37,271 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი:
- ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო რეფორმის სამართლიანობასა და გამჭვირვალობას;
- ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას თვითმმართველობისრეფორმის პროცესში.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- „სამართლიანი არჩევნები“ მოამზადებს და წარადგენს სამ პოლიტიკისმიმოხილვას, რომლებიც შეეხება ცვლილებებს საპარლამენტო საარჩევნოსისტემაში, თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაში და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესებს;
- „სამართლიანი არჩევნები“ გაანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობისსაარჩევნო სისტემას და მოამზადებს რეკომენდაციებს ხელისუფლებისთვისწარსადგენად. რეკომენდაციები წარმოდგენილი იქნება თბილისში გამართულ ღონისძიებაზე;
- „სამართლიანი არჩევნები“ მოამზადებს გასულ წელს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში განხორციელებული ცვლილებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც წარმოდგენილი იქნება თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ექსპერტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის;
- პროექტის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს საარჩევნო რეფორმის ადვოკატირებას.
2017
დონორი - ევროკავშირი
ხანგრძლივობა - იანვარი-დეკემბერი, 2017
ბიუჯეტი- 126,678.00 ევრო
პროექტის მიზნები:
1. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა ცნობიერების ამაღლება არჩევნების შესახებ და არჩევნებში მათი მონაწილეობის წახალისება;
2. ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის (განსაკუთრებით რეგიონებში);
3. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და თავიანთი მოვალეობების შესახებ;
4. ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზიციების ინსტიტუციური გაძლიერება.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარომადგენელ ქალებთან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში;
• სემინარები საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში (ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი) სტუდენტებისთვის საარჩევნო თემატიკასა და სამოქალაქო აქტივიზმზე;
• ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოხელეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების გასაცნობად;
• საჯარო დისკუსია არჩევნებში შშმ პირების ჩართულობის შესახებ და შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
• ტრენერთა ტრენინგი;
• საარჩევნო თემატიკაზე კამპანიის ვიდეო რგოლისა და ბეჭდური მასალების მომზადება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე;
• ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს შემუშავება;
• პროექტის შემაჯამებელი ფოტო გამოფენა.
2016
დონორი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
პარტნიორი
ორგანიზაციები: ასოციაცია პრომო-ლექსი, ამომრჩეველთა კომიტეტი უკრაინაში(CVU)
ხანგრძლივობა: 1 მაისი,
2016 – 31 ოქტომბერი,
2016
ბიუჯეტი: 24,991 ევრო („სამართლიანი არჩევნები“ – 5 220 ევრო)
პროექტის მიზანი:
• ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და კომუნიკაციას პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში ერთობლივი ინიციატივების და ადვოკატირების გზით;
• გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობით, კომუნიკაციით და ინფორმაციის გაცვლით არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შედარებითი და სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
• შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის და ადვოკატირების მიზნით;
• საზაფხულო ბანაკი პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაზე;
• სასწავლო ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.
დონორი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის – NED
ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2016 – 31 ოქტომბერი, 2016
ბიუჯეტი: 55,690 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი:
• გრძელვადიანი დაკვირვების საშუალებით სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა;
• არჩევნების დღის სანდო დაკვირვების უზრუნველყოფა პარალელური ხმის დათვლის (PVT) ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• საქართველოს მასშტაბით 62 გრძელვადიანი დამკვირვებლის დახმარებით წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი;
• წინასაარჩევნო კამპანიის შუალედური და საბოლოო ანგარიშების გამოცემა;
• არჩევნების დღეს პარალელური ხმის დათვლის (PVT) შერჩევისა და დაკვირვებისთვის ექსპერტის დახმარება;
• არჩევნების დღის სმს სიმულაცია.
დონორი - საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
პროექტის მიზანი:
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამა და პარტნიორი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ციხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მონიტორინგს უწევენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღის წესრიგის და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. პროექტის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში ხდება პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონიტორინგის ერთი წლის ანგარიშის შემუშავება, რომელიც მოიცავს შემდეგ ცხრა სფეროს: მართლმსაჯულება, საარჩევნო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადმინისტრაციული რეფორმა, წამება და არასათანადო მოპყრობა, პროფესიული კავშირთა უფლებები და ძირითადი შრომის სტანდარტები, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, მედიის თავისუფლება და ენერგოუსაფრთხოება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ იმ რეფორმების განხორციელების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს, რომელიც დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით; იმუშავებენ და ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, წარუდგენენ რეკომენდაციებს. პროექტის მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის პარლამენტთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებთან.
პროექტის გუნდი ასევე ჩაერთვება ასოცირების დღისწესრიგის განახლებისა და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
2015
დონორი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)
ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2015 – 31 მარტი, 2016
პროექტის ბიუჯეტი: 40, 250 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:
ა) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას რეფორმის პროცესში;
ბ)ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი რეკომენდაციების ადვოკატირებას;
გ) ხელი შეუწყოს დიალოგსა და ინფორმაციის გაცვლას სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, მედიის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შორის.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
· საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობის დასაკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
· საკონსტიტუციო კომისიაში, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;
· საარჩევნო რეფორმის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება და ინფორმაციისმიწოდებასა ზოგადოებისთვის სარეკლამო კლიპების, ინფოგრაფიკების, ლიფლეტების, პრეს-კონფერენციების, ნტერვიუების და განცხადებების საშუალებით. ასევე, რეფორმის მიმდინარეობასთან
დაკავშირებული ინფორმაციის განათავსება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში;
· საარჩევნო რეფორმის კუთხით შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობის და განხილვის მიზნით პარტნიორი ორგანიზაციის მიერ რეგიონებში და თბილისში მოწყობილ 9 მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მიღება.
დონორი - ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (FOSI)
ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2015 – 31 ივლისი, 2018
პროექტის ბიუჯეტი: 142, 556$ (FOSI დაფინანსებულია 79, 396$)
პროექტის მიზანია:
• პოლიტიკის კვლევის კვალიფიციური გუნდის შექმნა;
• ორგანიზაციაში პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება;
• ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება;
• კვლევის შედეგად შექმნილი პროდუქტების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• სხვადასხვა სახის კვლევის პროდუქტების (policy study, policy paper, policy brief) მომზადება;
• კვლევის პროდუქტების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
• მკვლევარების ტრენინგი და მენტორობა.
დონორი - ნიდერლანდების საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 20
აპრილი, 2015 – 31 აგვისტო, 2016
პროექტის ბიუჯეტი: 86,500 ევრო
პროექტის მიზანია:
• ხელი შეუწყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისაგან
თავისუფალი საჯარო სამსახურის შექმნას;
• ხელი შეუწყოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას
სასამართლოსადმი მიმართვის გზით სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში;
• ხელი შეუწყოს საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას
მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
პროექტით გათვალისწინებული
საქმიანობები:
• იურიდიული მომსახურების გაწევა საჯარო მოსამსახურეებისათვის,
რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს ან სხვაგვარად არიან
დისკრიმინაციის მსხვერპლი საჯარო სამსახურში
• პოლიტიკური მიზნით გამართული აქციების/შეხვედრების და
მასში საჯარო მოსამსახურეების მონაწილეობის მონიტორინგი;
• განათლების სამინისტროში შექმნილი პოლიტიკური შეხედულებების
გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების
შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც
შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა სამინისტროებში/პროკურატურაში მოსალოდნელი
გამოძიების ალტერნატიული მექანიზმების შექმნის შემთხვევაში.
2014
დონორი - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED)
ხანგრძლივობა: 1 თებერვალი - 31 დეკემბერი, 2014
პროექტის ბიუჯეტი: 42675 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:
ა) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას რეფორმის პროცესში;
ბ) ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას;
გ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასა და დამოუკიდებლობას.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
• შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებთან დაკავშირებით;
• მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის, ინტერფრაქციული ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;
• რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ჩაატარებს 12 მრგვალ მაგიდას, რომლის სამიზნე ჯგუფებიც იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები;
• რეფორმის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის თოქ-შოუების, პრეს-კონფერენციების, ინტერვიუების და განცხადებების საშუალებით. ასევე, რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას განათავსებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში.
დონორი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - კავკასია (USAID | Caucasus)
ხანგრძლივობა: 4 მარტი, 2014 - 3 აგვისტო, 2015
პროექტის ბიუჯეტი: 1,146,188 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:
1. სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ზრდა;
2. მოსალოდნელ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება;
3. ახლადარჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
• 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გრძელვადიანი მონიტორინგი 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით;
• ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დაკვირვება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით 1000-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებლის, 80-მდე მობილური ჯგუფისა და 20 იურისტის მეშვეობით;
• თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი;
• არჩევნების შემდგომი დავებისა და გასაჩივრების პროცესის მონიტორინგი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით;
• არჩევნების პერიოდის დარღვევებისა და ტენდენციების ასახვა არჩევნების პორტალზე არსებულ ინტერაქტიულ რუკებზე;
• ადგილობრივი თვითმმართველობის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობაში მონაწილეობა შესაბამის სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში ჩართულობისა და რეკომენდაციების წარდგენის გზით;
• ახლადარჩეული თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგი საკადრო ცვლილებების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სხდომების საჯაროობის, საბიუჯეტო განხილვებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით;
• ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგი;
• თვითმმართველობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების შეფასება და რეკომენდაციების წარდგენა;
• სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა.