30 ივნისი, 2015
‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც აღმასრულებელი (გამგეობა/მერია), ისე წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგი. კვლევის ობიექტი იყო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ქსელის (Facebook) გვერდები, ვინაიდან ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა აქტიურია სოციალურ ქსელებში, რომელიც დღესდღეობით ინფორმაციის გავრცელების სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.
30 ოქტომბერი, 2014
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2014 წლის მონაცემებით საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 2650 ლარს შეადგენს, მოადგილეებისთვის 1700 ლარს, ხოლო საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის 1350 ლარს. გარდა აღნიშნული თანამდებობრივი სარგოებისა, როგორც აღვნიშნეთ, საკრებულოების რეგლამენტებით განისაზღვრება საკრებულოს წევრების საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიურად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
9 ოქტომბერი, 2014
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით 2083 დეპუტატიდან მხოლოდ 242 ქალია. მაგალითად, თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკის, ასპინძის საკრებულოებში, ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
30 მაისი, 2014
საქართველოში 59 მუნიციპალიტეტისა და 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში სულ 1550 დეპუტატია წარმოდგენილი. მათ შორის უმრავლესობა 88,9%(1379) კაცია, ხოლო ქალთა წარმომადგენლობის ხვედრითი წილი 11,1%(171) შეადგენს.
29 იანვარი, 2014
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოების ფართო წრის განხილვის და დებატების საგანი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წლების მანძილზე მრავალი პრობლემის წინაშე იდგნენ, მათ შორის, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი გადაჭრისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გენერირება, იმისათვის რომ ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების ხარისხი ეფექტური და დროული ყოფილიყო.