EN
GE
განცხადებები
29 ივლისი, 2016
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას. 
29 ივლისი, 2016
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის არაგონივრულად ვიწრო განმარტებას, რაც შემდგომში წაახალისებს პარტიების მიერ ააიპ-ების საშუალებით ქველმოქმედების გაწევას და მათი მიერ პარტიის სასარგებლოდ პირდაპირ თუ ირიბ აგიტაციას, რაც პოლიტიკური კორუფციის საშიშ ფორმას წარმოადგენს. 
21 ივლისი, 2016
მივმართავთ პროცესში ჩართულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. 
14 ივლისი, 2016
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოს მიერ ჩატარებული, კონკურსის ორი უმნიშვნელოვანესი ეტაპის - კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და კანდიდატებთან გასაუბრებების ეტაპების - შესაბამისობა კანონმდებლობასთან და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების დანიშვნის მიზანთან. აღნიშნული ნდობას და ლეგიტიმაციას უკარგავს საბჭოს მიერ ჩატარებულ კონკურსს. ხოლო, ასეთი გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს როგორც სასამართლოს მიმართ ნდობაზე, ისე მის დამოუკიდებლობაზე. 

13 ივლისი, 2016
დღეს „რუსთავი 2“ - ს წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის 100% წილის მფლობელობის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
4 ივლისი, 2016
"სამართლიანი არჩევნები" პარტია "ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე განცხადებით აუდიტის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაციამ, ასევე,   წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტის მოკვლევის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა. 
4 ივლისი, 2016
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
27 ივნისი, 2016
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა.  კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
24 ივნისი, 2016
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე. 
19 ივნისი, 2016
ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული  სოციალური რეკლამა, რომელიც  ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

წინა |  1  ...  15  16  17  18  [19]  20  21  22  23  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted