EN
GE
კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
13 ივნისს, კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებე

კერძოდ, კოალიცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს:
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის 10 წლიანი ვადის ავტომატურ შეწყვეტას;
  • ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმზე გადაცემის წესს;
  • პლენუმის სხდომის გამართვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მოსამართლეთა რაოდენობას;
  • ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურებს
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა სრულად გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები, თავად პრეზიდენტის მოსაზრებებიც მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავდა პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ხსნებულის გათვალისწინებით, კოალიციამ გადაწყვიტა, სარჩელით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოეთხოვა მითითებული საკითხების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს.

<< უკან
13.06.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted