EN
GE
რეკომენდაციები
12 ივნისი, 2018
12 ივნისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო რეკომენდაციები წარმოადგინა. რეკომენდაციების ორი პაკეტი მოიცავს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი სამი ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს, ასევე, გადასატანი ყუთის სიას.
28 მაისი, 2018
ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ერთობლივ მოსაზრებებს.
26 ივნისი, 2017
უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით
20 ივნისი, 2017
2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ.
25 მაისი, 2017
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე,   მუშაობა დავიწყეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
10 თებერვალი, 2016
2016 წლის 10 თებერვალს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ერთობლივი კონფერენცია გამართეს, სადაც დაინტერესულ საზოგადოებას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შესთავაზეს.
3 დეკემბერი, 2015
ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარვუდგინეთ.  
5 მაისი, 2015
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით პირველად შენიშვნებს და მოსაზრებებს აქვყენებს.
20 მარტი, 2015
ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ქართული საზოგადოების, საექსპერტო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვთანხმდებით და ვაცხადებთ:
14 იანვარი, 2015
მიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
All rights reserved & Design is copyrighted