2018 | დონორი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2018 – 15 ნოემბერი, 2018
პარტნიორი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ბიუჯეტი: 40 515 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი:
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკანონმდებლო ბაზის ანალიზის განხორციელება;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის და სხვა საკითხების შეფასება იმის დასადგენად პასუხობენ თუ არა ისინი სასამართლო სისტემაში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- არსებული კანონმდებლობის სრულყოფილი ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის ანალიზი;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის სემინარების სისტემის, სავალდებულო სტაჟირების და მათი მნიშვნელობის შეფასება;
- მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია და ადვოკატირება.
2016 | დონორი - 2016-2018 | დონორი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ხანგრძლივობა - თებერვალი, 2016 - თებერვალი 2019
ბიუჯეტი - 1 385 000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი:
ა) შეაფასოს საარჩევნო გარემო და პოლიტიკურ პროცესები სანდო მეთოდოლოგის გამოყენებით;
ბ) გაზარდოს საარჩევნო პროცესების ცნობადობა ამომრჩევლებში და სხვა სამიზნე ჯგუფებში და მიაწოდოს მათ მონიტორინგის შედეგები პერიოდული ანგარიშების სახით;
გ) ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების განვითარებას და შეიმუშავოს რეკომენდაციები გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობისათვის.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში განახორციელდება წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მუშაობა როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე საქართველოს მასშტაბით
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების შესახებ მომზადდება განცხადებები, გამოიცემა პერიოდული ანგარიშები შესაბამისი შემდგომი რეაგირებით
არჩევნების დღეს 1000-მდე დამკვირვებელი დააკვირდება საარჩევნო პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე; ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე
არჩევნების დღეს მიღებული ინფორმაციის დამუშვების საფუძველზე მომზადდება რამდენიმე განცხადება არჩევნების პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების, დაფიქსირებული დარღვევებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ
მომზადდება შემაჯამებელ ანგარიში, რომელშიც შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისათვის მომავალში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად