EN
GE
განცხადებები
3 ოქტომბერი, 2016
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 3 ოქტომბერს, არჩევნების დღის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის, ხმების პარალელური დათვლის (PVT) სიმულაცია განახორციელა.  
2 ოქტომბერი, 2016
1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

27 სექტემბერი, 2016
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. 
27 სექტემბერი, 2016
ბიუჯეტის ხარჯების ზრდა შემოდგომისა და მომავალი ზამთრის სეზონზე მოსალოდნელი ნალექების ინტენსივობის და სტიქიური მოვლენების რისკებს ითვალისწინებს და მიმართულია შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. 
16 სექტემბერი, 2016
წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება ცხადყოფს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მიერ დესტრუქციული ქმედებები, ასევე, პარტიების საარჩევნო შტაბებისა და სააგიტაციო მასალების განზრახ დაზიანების ფაქტები, რაც პარტიულ აქტივისტებს შორის ამძაფრებს დაპირისპირებას, ზრდის ძალადობის რისკებს და უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. 

14 სექტემბერი, 2016
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.
13 სექტემბერი, 2016
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
12 სექტემბერი, 2016

სამართლიანი არჩევნებისა“ და Promo-LEX Association-ის (მოლდოვა) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში“ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სასწავლო ვიზიტით სტუმრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

12 სექტემბერი, 2016
ქალების წარმომადგენლობა რჩება დაბალი როგორც პარტიულ სიებში პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნებისთვის, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში. ეს ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპირებებს, რომ გააუმჯობესებდნენ ქალთა წარმომადგენლობას სავალდებულო გენდერული კვოტის მიღების გარეშეც. 
8 სექტემბერი, 2016
ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.
წინა |  1  ...  13  14  15  16  [17]  18  19  20  21  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted