EN
GE
განცხადებები
23 იანვარი, 2017
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის მიზნით. 
12 იანვარი, 2017
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 3 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ცენტრია განთავსებული.
12 იანვარი, 2017
„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.  
25 ნოემბერი, 2016
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:განსაკუთრებული ყურადღებით  მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
24 ნოემბერი, 2016
გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან.
29 ოქტომბერი, 2016
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ამგვარ მოქმედებებს. 
28 ოქტომბერი, 2016
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით  საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი არ განიხილეს
7 ოქტომბერი, 2016
წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არჩევნების დღემდე 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენების და ზეწოლის ფაქტების მასშტაბის სიმცირით ხასიათდებოდა.
7 ოქტომბერი, 2016
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას  მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
5 ოქტომბერი, 2016
არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
წინა |  1  ...  12  13  14  15  [16]  17  18  19  20  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted