7 აპრილი, 2016
ხელმომწერ ორგანიზაციებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.
6 აპრილი, 2016
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების საკითხს.
4 აპრილი, 2016
კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტებს და ამ კადრებით არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაშების მიზანმიმართულ მოქმედებებს. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
31 მარტი, 2016
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, ჯოზეფ დულს, ოფიციალური წერილით მიმართავენ.
29 მარტი, 2016
უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოალიცია მიესალმება და მხარს უჭერს სამართალდარღვევათა სფეროს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებას. მისი წარმატებით და სრულყოფილად დასრულების შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გარდამტეხი რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
25 მარტი, 2016
კამპანია “ეს შენ გეხება” ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ”, ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.
24 მარტი, 2016
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს, გამოეხმაუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.
21 მარტი, 2016
ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
15 მარტი, 2016
ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღებისა და შეკრების თავისუფლების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებენ.
14 მარტი, 2016
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აკვირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის სისტემისა და უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” არსებობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდა.