EN
GE
განცხადებები
6 სექტემბერი, 2016
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მამალაძის მიერ 23 აგვისტოს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გაკეთებული რასისტული განცადების გამო.
5 სექტემბერი, 2016
20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა.
1 სექტემბერი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ძმ. კაკაბაძეების ქუჩა 2 ნომერთან, საარჩევნო სუბიექტის, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ.
21 აგვისტო, 2016
19 აგვისტოდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 
17 აგვისტო, 2016
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.
14 აგვისტო, 2016
14 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ცესკოს საჩივრით მიმართავს, რომლის თანახმადაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია პარტია „ცენტრისტების“ მიმართ, უკანონო აგიტაციის ფაქტის გამო, ადმინისტრაციული სანქციის გატარებასა და  შესაბამისად, უკანონო პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვას მოითხოვს.
11 აგვისტო, 2016
2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერმა, თემურ ხაჩიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400 ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია "ცენტრისტების" ოფისში ქალაქ რუსთავში.
9 აგვისტო, 2016
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
8 აგვისტო, 2016
6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს
2 აგვისტო, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კიდევ ერთი წარმატება. 2016 წლის 19 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ.ჭ. სააპელაციო საჩივარი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი იცავდა. 

წინა |  1  ...  14  15  16  17  [18]  19  20  21  22  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted