EN
GE
განცხადებები
1 ივნისი, 2016
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინცდინდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინცინდენტში მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი. 
23 მაისი, 2016
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად. 
22 მაისი, 2016
საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

18 მაისი, 2016
“კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. 
14 მაისი, 2016
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის
22 აპრილი, 2016
მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. 
20 აპრილი, 2016
სასამართლო სისტემაში დღეს არსებული  კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. 
15 აპრილი, 2016
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და პერმიერ მინისტრს, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის ძირითად მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მიიღონ
14 აპრილი, 2016
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 6 მოქალაქის სარჩელი, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნებისა“  და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები იცავდნენ. მოსარჩელეები ითხოვენ,  საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. 
8 აპრილი, 2016
საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების თაობაზე განკარგულების გამოცემამ და შემდგომ  აქტის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კონტრასიგნაციის მიზნით გაგზავნამ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გაუგებრობები წარმოშვა. 
წინა |  1  ...  17  18  19  20  [21]  22  23  24  25  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted