EN
GE
განცხადებები
28 აპრილი, 2017
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. 
21 აპრილი, 2017
კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, რაც გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ იქნეს გათვალისწინებული კომისიის წევრთა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მკაფიოდ ნეგატიური ერთიანი პოზიციები.
18 აპრილი, 2017
გვსურს, გამოვეხმაუროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს  „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანიას" სახელის მინიჭებას.
6 აპრილი, 2017
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. 

4 აპრილი, 2017
კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 
30 მარტი, 2017
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ.

24 მარტი, 2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. 
16 მარტი, 2017
გვსურს გამოვეხმაუროთ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. წარმოდგენილი ვერსიით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან; საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს.
14 მარტი, 2017
ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 
13 მარტი, 2017
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.
წინა |  1  ...  10  11  12  13  [14]  15  16  17  18  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted