31 მაისი, 2017
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საქართველოს მიერ დაწყებული ექსტრადიციის პროცესს და სახელმწიფოს მოვუწოდებთ არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
30 მაისი, 2017
საქმის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცეს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენების შესაძლო მონაწილეოაბასა ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს.
29 მაისი, 2017
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.
25 მაისი, 2017
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ.
18 მაისი, 2017
მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა კონსენსუსის მიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის კომპეტენციები და არჩევის წესი.
18 მაისი, 2017
ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს.

16 მაისი, 2017
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ, გამოსაცდელი პერიოდის გარეშე. სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილე კანდიდატების ნაწილმა მათი გასაუბრებები დახურა, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. ამდენად, კოალიციისთვის უცნობია როგორ წარიმართა ამ შემთხვევებში ინტერვიუს პროცესი, თუმცა კოალიცია გეგმავს გამოითხოვოს და გაეცნოს საბჭოს წევრების მიერ შევსებულ შეფასების ფურცლებს.
14 მაისი, 2017
ხელმომწერი ორგანიზაციები აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
9 მაისი, 2017
ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიზანია, არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას წარუდგინონ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესისა და ფორმატის დეტალური ანალიზი. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ესენია საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების შესახებ ჩანაწერი.
2 მაისი, 2017
გვსურს გამოვეხმაუროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე განხილვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე. როგორც საბჭოს სხდომებიდან არის ცნობილი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობა, გარდა ერთი წევრისა, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ გამწესებას.