EN
GE
განცხადებები
12 მარტი, 2017
ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ.

6 მარტი, 2017
29 არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.
3 მარტი, 2017
შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%).
2 მარტი, 2017
ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას

23 თებერვალი, 2017
მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე მედია საშუალებები აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განმხილველ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
10 თებერვალი, 2017
აღინიშნოს, რომ კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა. 
2 თებერვალი, 2017
დღეს ევროპის პარლამენტმა კიდევ ერთხელ აღიარა ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება ევროპისაკენ და საბოლოო კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მადლობას უხდის ევროპულ ოჯახს და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. 
31 იანვარი, 2017
კანონპროექტი ცალსახაც შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან  და  ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის. არაერთი კრიტიკული საკითხიდან რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა შეიძლება გამოიყოს.
31 იანვარი, 2017
საქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მას ხელმოსაწერად 2017 წლის 10 იანვარს გადაეგზავნა. კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ ის შენიშვნები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმის სწორად წარმართვისთვის. 
30 იანვარი, 2017
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს. 
წინა |  1  ...  11  12  13  14  [15]  16  17  18  19  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted