EN
GE
განცხადებები
27 ივნისი, 2017
არასამთავრობო ორგანიზაციები წერილით მიმართავენ ევროპარლამენტს, მოგერინის და სახელმწიფო დეპარტამენტს
21 ივნისი, 2017
19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  
15 ივნისი, 2017
„რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.
14 ივნისი, 2017
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. 

14 ივნისი, 2017
პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვების ფარგლებში გაჟღერდა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტიდან 67-ე (მოქმედი რედაქციით 94-ე) მუხლის ამოღების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს,  გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14 ივნისი, 2017
ა/წ 16 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, კომისიის წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ.
12 ივნისი, 2017
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების  პოლიტიკურ ნებაზე- არ განახორციელოს რეალური რეფორმა.
5 ივნისი, 2017
მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების არასრულყოფილი წესები და ბუნდოვანი კანონმდებლობა, ასევე მოსამართლეთა დანიშვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უკვე წლებია აზიანებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, ასევე გზას უხსნის საბჭოს თვითნებურ მოქმედებას.
1 ივნისი, 2017
კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმიანება სასამართლოს სიტემაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებები, მის მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოსამართლეთა გამწესებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის თაობაზე, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მოქმედებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არ ცდილობს თვისობრივად შეცვალოს და გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა.  
1 ივნისი, 2017
არასამთავრო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი თქვეს, ისინი დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში გადატანას და სწრაფ რეფორმებს მოითხოვენ
წინა |  1  ...  8  9  10  11  [12]  13  14  15  16  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted