27 აგვისტო, 2017
ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის საქმე ასევე მწვავედ ავლენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობის პრობლემას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტია უნდა იყოს.
18 აგვისტო, 2017
18 აგვისტოს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. დღევანდელი კონსულტაცია იძლევა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას, რაც მისასალმებელია.
17 აგვისტო, 2017
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 2017 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის de facto რეჟიმის მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის ფაქტებს და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი საშუალება აქტივისტის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის.
27 ივლისი, 2017
25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.
25 ივლისი, 2017
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა.
14 ივლისი, 2017
სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმციერესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი
10 ივლისი, 2017
არასამთავრობო ორგანიზაციები: მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია
8 ივლისი, 2017
კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება, ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებულ გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
4 ივლისი, 2017
ეროვნულ დონეზე მეორედ ჩატარებული კონკურსიც არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება.
3 ივლისი, 2017
მიმდინარე წლის 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს. 21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა.ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 4 არამოსამართლე წევრი
33 კანდიდატიდან აირჩია.
წინა |
1
...
7
8
9
10
[11]
12
13
14
15
...
42
|
შემდეგი