EN
GE
განცხადებები
10 ოქტომბერი, 2017
საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დახურვის ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონია. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შესახებ არის უკანონო, ეწინააღმდეგება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს.
4 ოქტომბერი, 2017
სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ინსტიტუციური გარანტიები, რაც უზრუნველყოფა მსგავსი ფაქტების პრევენციას, გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ზრდა, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშები მიუთითებს.
4 ოქტომბერი, 2017
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით.
2 ოქტომბერი, 2017
ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე და თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. ეს უკანასკნელი წარსულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკ „ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო.
25 სექტემბერი, 2017
6 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნინო ბერიძე აირჩია, რომელიც უკვე 8 სექტემბერს საოლქო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ამავე კომისიის მდივნად.
15 სექტემბერი, 2017
ყვარელსა და ბათუმში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, „სამართლიანი არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას ორი საჩივრით  მიმართა.
10 სექტემბერი, 2017
ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით. 
8 სექტემბერი, 2017
ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.
6 სექტემბერი, 2017
ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

4 სექტემბერი, 2017
29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია. კოალიციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე როგორც დამდგარი შედეგი კვლავაც უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს.
წინა |  1  ...  6  7  8  9  [10]  11  12  13  14  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted