EN
GE
განცხადებები
14 ივნისი, 2014
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.
10 ივნისი, 2014
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ.  მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.
9 ივნისი, 2014
მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უმოკლეს ვადებში დაადგინონ და გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დააკისრონ პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს.
7 ივნისი, 2014
უარყოფითად ვაფასებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ კომისიის შენობაში შეჭრას და კომისიის თავმჯდომარეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მიუხედავად იმისა, მისაღები გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კომისიამ, დაუშვებელია პარტიების ლიდერებისა და მათი მომხრეების ასეთი აგრესიული ქმედებები.
2 ივნისი, 2014
ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და შსს-ს არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.
30 მაისი, 2014
ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც აწვდიან. დაზარალებულები, ძირითადად, არ აკონკრეტებენ თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.
26 მაისი, 2014
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცხრა დამკვირვებელი, ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას ხმელნიცკის და ვინიცის ოლქების 135 უბანზე.

11 მაისი, 2014
ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაუშვებელია, რადგან რუსთავი 2-ს, ამ შემთხვევაში, იცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონი.
1 მაისი, 2014
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში„ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
წინა |  1  ...  29  30  31  32  [33]  34  35  36  37  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted