29 აპრილი, 2014
კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას
29 აპრილი, 2014
სადავო ნორმები მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აიძულებენ მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
15 აპრილი, 2014
ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
11 აპრილი, 2014
შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.
2 აპრილი, 2014
უახლოეს მომავალში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა მომენტიდანაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა - კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა.
1 აპრილი, 2014
გვსურს გამოვეხმაუროთ 31 მარტს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისასმის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ, და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც.
27 მარტი, 2014
„თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპნიაა საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. (მედიაში ზოგჯერ კომპანიას შეცდომით სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციად მოიხსენიებენ). რეიტინგები უმნიშვნელოვანესი მონაცემებია ტელევიზიებისთვის რეკლამების მოსაზიდად. თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ზუსტად ეცოდინება, თუ სადაა განლაგებული „ფიფლმეტრები,“ ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევაში მონაწილე ოჯახების მეშვეობით კვლევის შედეგებით მანიპულირებას. შესაძლოა კვლევაში მონაწილე ოჯახების მხრიდან თვითცენზურასაც ჰქონდეს ადგილი.
26 მარტი, 2014
ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოსობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდამიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობამაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავედროს გახდა საჭირო.
19 მარტი, 2014
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს ინვენტარიზაციას კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში,” რომელიც ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია. შემოსავლების სამსახური კომპანიისგან კვლევაში მონაწილე 330 ოჯახის მისამართების გამჟღავნებას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ, ზოგადად, სარეკლამო და სამაუწყებლო სექტორის განვითარებას. „თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. რეიტინგები კი ტელევიზიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს.
11 მარტი, 2014
მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, ჩვენი ორგანიზაციების დამკვირვებლებმა სხდომაზე გარკვეული საპროცესო დარღვევები დააფიქსირეს, კერძოდ, არ გაკეთებულა დეტალური მიმოხილვა ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შესული ცვლილებებისა, არც მერიის, არც საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან.