EN
GE
განცხადებები
4 ნოემბერი, 2014
საუბარი იყო მოსახლეობის ჩართულობის ალტერნატიული ფორმების შექმნის საჭიროებაზე, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაზე, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრასა და საზოგადოებრივი თვითმმართველობის სტატუსსა და შექმნის წესზე.
3 ნოემბერი, 2014
31 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად გამოიყენა კონსტუტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში წინა დღით მიღებული ცვლილებები. 
29 ოქტომბერი, 2014
გადავადების საფუძვლად ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა  არ მოწვეულა. 
29 ოქტომბერი, 2014
გვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ  აშკარა სიძულვილის ენას  და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ  მოწოდებას შეიცავს. 
27 ოქტომბერი, 2014
სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.
24 ოქტომბერი, 2014
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. 
23 ოქტომბერი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
21 ოქტომბერი, 2014
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რომელთაგან მრავალი, ქალის შემაძრწუნებელი,დემონსტრაციული მკვლელობებით დასრულდა. 
3 ოქტომბერი, 2014

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების „თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობა“ წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ:

30 სექტემბერი, 2014
იმისთვის, რომ არ მოხდეს წარსული პრაქტიკის განმეორება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოხატოს პოლიტიკური ნება სისტემური საარჩევნო ცვლილებების გასატარებლად და  დროულად შექმნას დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეძლებს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას.
წინა |  1  ...  27  28  29  30  [31]  32  33  34  35  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted