EN
GE
განცხადებები
17 იანვარი, 2014
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან  არასათანადო რეაგირების გამო.
10 იანვარი, 2014
კოალიციას სურს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის დაყოვნებასთან დაკავშირებით. 2013 წლის 23 სექტემბერს ამოიწურა პარლამენტის ქვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, დღემდე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი არ აურჩევია. 
23 დეკემბერი, 2013
როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე  გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბისი სუბიექტების მხრიდან.
16 დეკემბერი, 2013
გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის (მერის) გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას. 
11 დეკემბერი, 2013
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 15 დეკემბერს უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
9 დეკემბერი, 2013
დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ.
5 დეკემბერი, 2013
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა  წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.  მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.
5 დეკემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების საჭიროებებსა და რისკებთან დაკავშირებით.
2 დეკემბერი, 2013
საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. 
25 ნოემბერი, 2013
24-29 ნოემბერს ნინო ლომჯარია საქმიანი ვიზიტით  ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტი  „ევროკავშირის ვიზიტორების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებლობის მიცემას, გაეცნონ ევროპულ ინსტიტუტებს და შეხვდნენ მათთვის საინტერესო პირებს.
წინა |  1  ...  32  33  34  35  [36]  37  38  39  40  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted