17 აპრილი, 2015
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რისკები, რომელსაც არამარტო ნორმის გამოყენების კონტექსტი, არამედ მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა.
14 აპრილი, 2015
“არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) აზერბაიჯანის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პატიმრობიდან “საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის” (EMDS) თავმჯდომარე ანარ მამამადლი.
8 აპრილი, 2015
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. ფარული მოსმენების კუთხით საქართველოს კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება:
6 აპრილი, 2015
ვეხმაურებით პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსის ქონებასაც 4500 ლარის დავალიანების გამო აკრძალვა დაედო. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება.
28 მარტი, 2015
პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ქალი, რაც დადებითი მოვლენაა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით.
20 მარტი, 2015
უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ლიდერების გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნას მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად.
18 მარტი, 2015
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ვეხმაურებით გიორგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს
18 მარტი, 2015
არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.
16 მარტი, 2015
მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.
10 მარტი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ 2015 წლის 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებას თვითმმართველობებში განხორციელებული საკონკურსო -საატესტაციო პროცესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამო, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ატესტაცია-კონკურსის გამჭვირვალობის და სამართლიანობის საკითხი, „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა, მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დატოვების თაობაზე.