11 თებერვალი, 2015
შეშფოთებას გამოვთქვამთ სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მიერ კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების უხეშად დარღვევის ფაქტების და 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შეუსრულებებლობის გამო. მოვითხოვთ, შეწყდეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერების, აქტივისტებისა და წევრების დევნის, უსამართლო დისციპლინური დასჯის და დისკრიმინაციის პოლიტიკა.
3 თებერვალი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს ბ-ნ გოგა ხაინდრავას, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს „მტკიცებულებები“, რომლებიც ადასტურებენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მილიონობით დოლარის მიღებას პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი განცხადების გავრცელებისთვის.
21 იანვარი, 2015
არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე.
14 იანვარი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
12 იანვარი, 2015
კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სურს გამოეხმაუროს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უკვე არსებობს მზარდი ინტერესი. როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.
26 დეკემბერი, 2014
მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ვალდებულება აკისრია არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ასევე არხის მფლობელსა და ხელმძღვანელობას. მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, პატივი სცენ ზემოაღნიშნულ პრინციპებს და იმოქმედონ ამ პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18 დეკემბერი, 2014
მოვითხოვთ დაუყოვბელივ იქნეს შესწავლილი პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და ყველა დამრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
21 ნოემბერი, 2014
კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით წარმოთქმულ ბრალდებებს.
20 ნოემბერი, 2014
კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის დამოკიდებულებას ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტის მიმართ.
7 ნოემბერი, 2014
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.