10 მარტი, 2014
თებერვლის ბოლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო, ინვენტარიზაციის მიზნით, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში“ შევიდა. ეს კომპანია „ნილსენის“ სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში. „თი-ვი ემ-არ საქართველო“ ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. სატელევიზიო რეიტინგები კი ტელეკომპანიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს.
7 მარტი, 2014
უკვე მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და მის მხარდამჭერ უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, ხოლო პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა.
26 თებერვალი, 2014
განხორციელებული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მოზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე.
20 თებერვალი, 2014
მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს.
5 თებერვალი, 2014
ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის დავას დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. 31 იანვარს ამ თემაზე თბილისის საკრებულოში შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა აეხსნა ბიუჯეტის არმიღების მიზეზები.
5 თებერვალი, 2014
ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ ცდილობენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეჯერებას. მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას და მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს.
27 იანვარი, 2014
2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.
23 იანვარი, 2014
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
20 იანვარი, 2014
დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი.
17 იანვარი, 2014
2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.