EN
GE
არქივი
11 ივლისი, 2018
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომას და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აუცილებელია პროცესი შეჩერდეს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე.
6 ივლისი, 2018
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თხოვნით მივმართავთ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს. ათი წლის წინ, ბუქარესტში, ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა და მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
22 ივნისი, 2018
კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოქმედი მანკიერი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის. ამდენად, საჭიროა ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი წესებით.
12 ივნისი, 2018
12 ივნისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო რეკომენდაციები წარმოადგინა. რეკომენდაციების ორი პაკეტი მოიცავს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი სამი ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს, ასევე, გადასატანი ყუთის სიას.
11 ივნისი, 2018
დაზარალებულთა და მათი მხარდამჭერების სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის მიზნით, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანი და კანონიერი ხასიათის შენარჩუნება.
2 ივნისი, 2018
საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას არ უკავშირდება და ის უფრო ფართედ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებაა.
31 მაისი, 2018
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეს და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე, თანამდებობა უნდა დატოვოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა.
31 მაისი, 2018
მნიშვნელოვანია, გადაიხედოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების არსებული მექანიზმი და მოხდეს მისი იმგვარი ფორმირება, რომ გამოირიცხოს სხვა უწყებების გავლენები რისკები გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში, ასევე უზრუნველყოფილი იყოს აღსრულების განმახორციელებელი ორგანოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
წინა |  1  ...  4  5  6  7  [8]  9  10  11  12  ...  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted