26 ოქტომბერი, 2018
26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„სამართლიანი არჩევნები“ პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც საარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მეთოდური წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი დაიწყო 29 აგვისტოს. საქართველოში სოციალური მედიის პლატფორმებს შორის განსაკუთრებული პოპულარობის გათვალისწინებით, ISFED მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ Facebook-ში საარჩევნო კონტექსტში აქტივობას დააკვირდა.
25 ოქტომბერი, 2018
25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
25 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.
24 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა.
11 ოქტომბერი, 2018
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.
8 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
8 ოქტომბერი, 2018
8 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში ძირითადად მიმოხილულია 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, თუმცა ანგარიში ასევე მოიცავს გარვეულ მოვლენებს, რომლებიც ამ პერიოდის მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.
8 ოქტომბერი, 2018
8 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში ძირითადად მიმოხილულია 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, თუმცა ანგარიში ასევე მოიცავს გარვეულ მოვლენებს, რომლებიც ამ პერიოდის მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.
2 ოქტომბერი, 2018
ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.
1 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება, ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად, საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.
წინა |
1
2
3
4
[5]
6
7
8
9
...
72
|
შემდეგი