EN
GE
არქივი
6 სექტემბერი, 2018
საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად  პოლარიზებაა.
31 აგვისტო, 2018
სამოქალაქო საზოგადოებასთან რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და მიზეზად კონსენსუსის არარსებობა დაასახელა.
30 აგვისტო, 2018
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა.
30 აგვისტო, 2018
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები 10 აგვისტოდან უკვე აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს. წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებასთან ერთად, „სამართლიანიარჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.
30 აგვისტო, 2018
30 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისის მდგომარეობით არსებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა. დოკუმენტში „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განვითარებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს.
27 აგვისტო, 2018
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია რაც ხორციელდება. მემორანდუმის ხელმოწერის ფასილიტაციას „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES)  უზრუნველყოფს.   მიმდინარე წლის 27 აგვისტოს იგეგმებოდა მემორანდუმზე ხელმოწერა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეუთანხმებელი საკითხები, რომლის ირგვლივაც მნიშვნელოვანია მსჯელობის გაგრძელება.
23 აგვისტო, 2018
გვსურს გამოვეხმაუროთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუნდეტების მიღების უფლების ერთი წლის ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაღლარის ქსელის საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის და შევიწროების ტენდეციას აჩვენებს და საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ მეზობელი სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევისა და იგნორირების კიდევ ერთი შემთხვევაა.
10 აგვისტო, 2018
თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის თავზე პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და რუსული პროპაგანდის გავლენაზე საუბრობს. რამდენიმე წელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებით დაინტერესდა. საქართველოსთვის და ომის მსხვერპლთათვის უმნიშვნელოვანესია გამოძიების შედეგები.
2 აგვისტო, 2018
სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება.
25 ივლისი, 2018
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს.
წინა |  1  ...  3  4  5  6  [7]  8  9  10  11  ...  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted