EN
GE
არქივი
13 მარტი, 2018
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით.
8 მარტი, 2018
მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას.
2 მარტი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონ ადგილობრივი საკითხები.
1 მარტი, 2018
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
1 მარტი, 2018
მოცემულ რთულ ვითარებაში, კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია მოხდეს სასამართლოსთან მიმართებით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული გააზრება და არსებული პრობლემების აღიარება. ამ მიზნით, კოალიცია იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”
28 თებერვალი, 2018
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად.
19 თებერვალი, 2018
საქმის განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის, ასევე გამოძიების პროცესში ამ დრომდე გამოკვეთილი არსებითი ხარვეზებისა გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და მათ შორის, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე.
14 თებერვალი, 2018
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის არსებითი გადამუშავების პროცესში. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ განხილულ პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოო არ არის და საზოგადოებასთან დისკუსია იქნება რეალური შინაარსის მატარებელი.
9 თებერვალი, 2018
გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას.
29 იანვარი, 2018
მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.
წინა |  1  ...  8  9  10  11  [12]  13  14  15  16  ...  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted