EN
GE
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები 10 აგვისტოდან უკვე აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს. წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებასთან ერთად, „სამართლიანიარჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარემოს შეფასება by ISFED on Scribd


<< უკან
30.08.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted