EN
GE
არქივი
27 აპრილი, 2013
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს რაოდენობრივ და თვისობრივ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
27 აპრილი, 2013
 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2013 წლის 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს სამივე საარჩევნო ოლქში მობილური ჯგუფების, ოლქის დამკვირვებლებისა და 60 უბანზე მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
27 აპრილი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განაგრძობს შუალედური არჩევნების მონიტორინგს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში. წინამდებარე განცხადებაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას 11 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.
26 აპრილი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" - 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის საარჩევნო პროცესების შეფასება. 
26 აპრილი, 2013
ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ცენტრალურ ოფისში, პარასკევს, 2013 წლის 26 აპრილს, 14:00 საათზე. მისამართი: თბილისი, ონიაშვილს ქ. N 37
22 აპრილი, 2013
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიშს, რომელიც მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.
18 აპრილი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
16 აპრილი, 2013
14  აპრილს  ცესკომ  საუბნო  კომისიის  მდივნების  დანიშვნასთან  დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ცესკო აღნიშნავს, რომ „მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას“. აღნიშნული საკითხის განსახლიველად ცესკო მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო დისკუსიაზე - „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესებში.“
15 აპრილი, 2013
2013 წლის 26 თებერვლის #7/2013    დადგენილებით ცესკომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქციით განიმარტა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი  და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა).
26 მარტი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი.    69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა.
წინა |  1  ...  64  65  66  67  [68]  69  70  71  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted