EN
GE
არქივი
22 მარტი, 2013
ანგარიში წარმოადგენს "სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნები", როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში.
22 მარტი, 2013
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების
საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება“ მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ამომრჩეველთა სიის სრულყოფის პროცესისათვის
კომისიის საქმიანობის მონიტორინგის, გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით. პროექტი დაიწყო 2012 წლის 16 მარტს და გაგრძელდა 2012 წლის 1 დეკემბრამდე.
18 თებერვალი, 2013
2013 წლის 18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს კონფერენცია: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. 
12 თებერვალი, 2013
„სამართლიანი     არჩევნებისა     და     დემოკრატიის     საერთაშორისო     საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მეორე ანგარიშს, რომელიც  მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.
29 იანვარი, 2013
ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ამ ფორმით შეცვლა საარჩევნო რეფორმის გარეშე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აღიქმება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა.
20 დეკემბერი, 2012
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.
28 ნოემბერი, 2012
„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების თაობაზე. სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ აქვს ადგილი ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე უკანონო ფორმებით.
20 ნოემბერი, 2012
პროექტის  მიზნები:
  •   ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მედიის, მოქალაქეების უნარ-ჩვევების გაზრდა
  • ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება
  • ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და მედიის ორგანიზაციული, პროფესიონალური და სტრუქტურული გაუმჯობესების ხელშეწყობა  მათი პრობლემების მოგვარებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების გზით 
7 ოქტომბერი, 2012
ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები.
5 ოქტომბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. 

წინა |  1  ...  65  66  67  68  [69]  70  71  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted