EN
GE
არქივი
18 სექტემბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეოთხე შუალედურ ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 20 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
17 სექტემბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოგიდგენთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენებისმონიტორინგის მეოთხე, შემაჯამებელ ანგარიშს. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განვითარებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. 
17 სექტემბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოგიდგენთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მეოთხე, შემაჯამებელ ანგარიშს. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განვითარებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. 
13 სექტემბერი, 2013
2013 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინტერნეტ გვერდზე განათავსა მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც  თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი რეგისტრაციის სტატუსის შესახებ და გაეცნოს ხელახალი რეგისტრაციის პროცედურებს. აღნიშნული ბაზა, რომელიც საჯაროა, შეიცავს, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს.
11 სექტემბერი, 2013
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ცესკოში კენჭისყრა დღეს,11 სექტემბერს დასრულდა. თამარ ჟვანიას კანდიდატურას კომისიის ექვსივე წევრმა დაუჭირა მხარი.

5 სექტემბერი, 2013
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ  პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების  ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
5 სექტემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს უარი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ეფუძნება კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას. 
4 სექტემბერი, 2013
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  2013 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს პრესის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით დაკვირვება ხორციელდება შემდეგ გაზეთებზე: რეზონანსი, 24 საათი, ახალი თაობა, ახალი ვერსია, ალია, ასავალ-დასავალი და კვირის პალიტრა.   
2 სექტემბერი, 2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
2 სექტემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მინარეთის მოშლით და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებები.
წინა |  1  ...  61  62  63  64  [65]  66  67  68  69  ...  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted