EN
GE
არქივი
9 იანვარი, 2019
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა.
29 დეკემბერი, 2018
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
27 დეკემბერი, 2018
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.
24 დეკემბერი, 2018
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა. დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
20 დეკემბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგს პირველად ახორციელებს. არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მზარდი როლი და გავლენა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესმა ცხადად წარმოაჩინა.
20 დეკემბერი, 2018
20 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მიმდინარე ანგარიში ძირითადად ეხება საარჩევნო კამპანიურ აქტივობებს „ფეისბუქზე“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თუმცა ასევე შეიცავს პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდზე დაკვირვების მონაცემებს.
18 დეკემბერი, 2018
15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ოლქის 7 უბანზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე.
17 დეკემბერი, 2018
ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით.
17 დეკემბერი, 2018
ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 10 წლის ვადით.
13 დეკემბერი, 2018
2018 წელი გამოხატვის თავისუფლებისათვის გამოწვევად შეგვიძლია შევაფასოთ. ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო რეგრესულმა და თავისუფალი გამოხატვის შემზღუდველმა ინიციატივებმა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში.
[1]  2  3  4  5  ...  72  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted