EN
GE
პრესრელიზები
31 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მეორე განცხადებას, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე 15:00-დან 20:00-მდე გამოვლენილ დარღვევებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომლებიც ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა.
31 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგს, 48 მოკლევადიანი, ორი ოლქის დამკვირვებლის და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს. 
13 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა შეხვედრები, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები, ასევედაინტერესებული პირები.
23 ივნისი, 2015
ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირების შემდეგ პარლამენტს წარედგინა მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას პროპორციული სიის მხოლოდ პირველ ხუთ ათეულში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარდგენას ითვალისწინებს, ხოლო 50%-იანი ქალთა წარმომადგენლობის შემთხვევაში ფინანსურ წახალისებას აწესებს
10 ივნისი, 2015
2015 წლის 10 ივნისს,  საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი კვოტირების გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაა.
1 ივნისი, 2015
2015 წლის 31 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით გამართულ შუალედურ არჩევნებს სენაკის ოლქის  №34-ე,№35-ე და ზუგდიდის ოლქის №45-ე საარჩევნო უბნებზე დააკვირდა.
30 მაისი, 2015

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და არჩევნები მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

27 მაისი, 2015
27 მაისს, ‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’ ცესკოში ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს აკვირდებოდა.
21 მაისი, 2015
საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებით და დარღვევებით მიაწოდა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულების43%-მა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების 68%-მა ინფორმაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები  37 გამგეობაში, 17 საკრებულოში და 7მერიაში გამოვლინდა.
8 მაისი, 2015
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და იურისტი, ელენე ნიჟარაძე ბათუმისა და ქუთაისის მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
წინა |  1  ...  4  5  6  7  [8]  9  10  11  12  ...  16  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted