EN
GE
პრესრელიზები
11 მაისი, 2016
11 მაისს სასტუმრო რედისონში,კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართმსაჯულებისათვის კამპანიის - „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში გამართა ფორუმი „საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა-შემდგომი ნაბიჯები“.
10 მაისი, 2016
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიების და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობებით და პერიოდულობით გაცემა სისტემატიური ხასიათის პრობლემაა. პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება.
28 იანვარი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლები 2016 წლის 28 იანვარს, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ.
18 იანვარი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. 

22 დეკემბერი, 2015
 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დააკვირდნენ  10000-ზე მეტი კონკურსანტის ტესტირებას და 8000-მდე კონკურსანტის გასაუბრებას; მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ შეისწავლა და შეაფასა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სპეციელუარი რეკომენდაციები მოამზადა.
4 დეკემბერი, 2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.

2 დეკემბერი, 2015
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 21 კონკურსანტის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.

20 ნოემბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. 2015 წლის 13 ნოემბერს ცაგერის რაიონულმა სასამართლომ თამილა გაბიძაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.
2 ნოემბერი, 2015
31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 12 საჩივარი წარადგინა. საჩივრები შეეხება როგორც უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას, ასევე, შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულ ხარვეზებს და უზუსტობებს.
1 ნოემბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მესამე განცხადებას, რომელიც ასახავს შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურის დროს გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებს.
წინა |  1  ...  3  4  5  6  [7]  8  9  10  11  ...  16  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted