EN
GE
ლომჯარია ქუთაისის და ბათუმის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
2015 წლის 7-8  მაისს, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და იურისტი, ელენე ნიჟარაძე ბათუმისა და ქუთაისის მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ორგანიზაციის რეგიონულ კოორდინატორებთან ერთად.

ლომჯარიამ ჟურნალისტებს ახალი პროექტი გააცნო, რომელსაც „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის, „პოლიტიკური გავლენებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის” მიზანია დაეხმაროს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ და დისკრიმინაციის მსხვერპლ პირებს. „სამართლიანი არჩევნები“ უზრუნველყოფს მათ იურიდიულ დახმარებას, კერძოდ, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კონსულტაციას და სასამართლოში წარმომადგენლობას.

ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო თემა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მონიტორინგის შედეგები იყო, თვითმმართველობებში მიმდინარე ატესტაცია/კონკურსების პროცესზე. ასევე „სამართლიანი არჩევნების“ ხედვა და სტრატეგია საარჩევნო სისტემის რეფორმის პროცესში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მედია საშუალებები. 




<< უკან
08.05.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted