EN
GE
ანგარიშები
19 მარტი, 2018
19 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს. ანგარიშში ასევე შეფასებულია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის სხვა ძირითადი აქტორების საქმიანობა. ამასთან ერთად, ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
19 ოქტომბერი, 2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რომლის დროსაც წინასაარჩევნო კამპანია შესამჩნევად დინამიური გახდა.
29 სექტემბერი, 2017
29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
8 სექტემბერი, 2017
სამართლიანი არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას 24 ივლისიდან ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
18 აგვისტო, 2017
24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.
10 მარტი, 2017
ანგარიში წარმოადგენს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.
20 დეკემბერი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 25 ნოემბერს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მოწვევის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლები პროცესს მონიტორინგს უწევდნენ 13 უბნიდან 8 საარჩევნო უბანზე.  
28 ოქტომბერი, 2016
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.
21 ოქტომბერი, 2016
“331 კანონპროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარადგინეს, მხოლოდ 36 დეპუტატზე ნაწილდება.  მათ შორის ყველაზე მეტი, 41 წარდგენილი აქვს დავით ონოფრიშვილს, მეორე ადგილზეა ვახტანგ ხმალაძე 33 წარდგენილი კანონპროექტით, მესამე ადგილზე კი თამარ კორძაია მერვე მოწვევის პარლამენტში წარდგენილი 22 კანონპროექტით“,-ამბობს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.
3 ოქტომბერი, 2016
საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით  საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
წინა |  1  [2]  3  4  5  6  ...  8  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted