EN
GE
ISFED-ის რეკომენდაციები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიგნებები

2017 წლის 10 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. 

ანგარიში წარმოადგენს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. „სამართლიანი არჩევნები“  დააკვირდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს 8 ოქტომბერს, განმეორებით კენჭისყრას 22 ოქტომბერს და არჩევნების მეორე ტურს 30 ოქტომბერს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით.  „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 1000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო ჩართული. 






Final Report of 2016 Parliamentary Elections 


<< უკან
10.03.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted