EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
26 თებერვალი, 2014
განხორციელებული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მოზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე.
20 თებერვალი, 2014
მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით.  შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს. 

5 თებერვალი, 2014
ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის დავას დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. 31 იანვარს ამ თემაზე თბილისის საკრებულოში შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა აეხსნა ბიუჯეტის არმიღების მიზეზები.
5 თებერვალი, 2014
ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ ცდილობენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეჯერებას.  მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას და მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს. 
29 იანვარი, 2014
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოების ფართო წრის განხილვის და დებატების საგანი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წლების მანძილზე მრავალი პრობლემის წინაშე იდგნენ, მათ შორის, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი გადაჭრისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გენერირება, იმისათვის რომ ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების ხარისხი ეფექტური და დროული ყოფილიყო.
29 იანვარი, 2014
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოების ფართო წრის განხილვის და დებატების საგანი გახდა. ამ მიზეზით ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა და უკეთ გაეცნო საზოგადოებისთვის ის საკითხები, რომელიც დისკუსიის საგანი გახდა.
24 იანვარი, 2014
ცვლილებების განხორციელება, როგორც მინიმუმ, არსებითად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში მითითებული ცვლილებების განხორციელება დროში მოსწრებადია. 
წინა |  1  ...  3  4  5  6  [7] 
All rights reserved & Design is copyrighted