EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
29 ივნისი, 2014
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 1 ფაქტი,  ქობულეთის  #34 საარჩევნო უბანზე.  აღნიშნულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული წარმომადგენელი. საუბნო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა  საარჩევნო უბანი.
23 ივნისი, 2014
ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი  ხარვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში
18 ივნისი, 2014
საუბნო კომისიებში “სამართლიანმა არჩევნებმა” 18 საჩივარი წარადგინა. აქედან, 3 შემთხვევაში საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის თაობაზეც საჩივარი იქნა წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის შესაბამისი პასუხიმგებლობის მოთხოვნის შესახებ. 
15 ივნისი, 2014
,,სამართლიანი არჩევნების’’ PVT მონაცემებით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის შეადგინა 34.4%  . აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 6%-ით დაბალია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობასთან (40.4%) შედარებით.

15 ივნისი, 2014
,,სამართლიანი არჩევნები’’ აღნიშნავს, რომ აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში - შედარებით დაბალი. 
წინა |  1  2  [3]  4  5  6  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted