EN
GE
საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსის პროცესის მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების ტესტირების და გასაუბრების პროცესს  საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში დააკვირდა. 

ტესტირების და გასაუბრების შეფასებას ორგანიზაციის 73 მონიტორი  სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე ახორციელებდა . „სამართლიანი არჩევნები“ აქტიურად მუშაობდა კონკურსის საბოლოო შედეგების, კერძოდ, ვაკანტურ პოზიციებზე დანიშნული კონკურსანტების შესახებ  ინფორმაციის მოძიებაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიებიდან და თვითმმართველი ორგანოებიდან, რათა მოეხდინა შედარებითი ანალიზი იმისა, თუ რამდენად ობიექტური იყო კომისია გასაუბრებების შეფასებებსა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში .

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა საქართველოს მთავრობის N412-ე  დადგენილება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის შესახებ და 70 საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება . ორგანიზაციამ, ასევე, შეაფასა 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი საჯარო მოხელეთა კონკურსების ჩატარების წესისა და მათი უფლებების დაცვის ნაწილში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების მონიტორინგის შედეგების შესახებ 3 შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა . 

წინამდებარე ანგარიში მოიცავს საჯარო მოხელეთა კონკურსის პროცესის სამართლებრივ შეფასებას და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია ორგანიზაციის მოსაზრებები 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის თაობაზე. 



საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსის პროცესის მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში


<< უკან
22.12.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted