EN
GE
ENEMO უკრაინაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

დღეს, 15 ოქტომბერს, ENEMO-მ, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაწყების შესახებ განაცხადა.


კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ENEMO-ს მისიის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არჩევნებზე ქსელი ფართომასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს. არჩევნებზე დაკვირვება მოხდება 50 გრძელვადიანი დამკვირვებლისა და 270 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.


                                                                                                                                                                                                             


უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია, ევროპული სადამკვირვებლო ქსელის გენერალური მდივანი 2015 წლის თებერვალში გახდა. მას შემდეგ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ENEMO-ს გენერალური სამდივნოა და ქსელის ინსტიტუციურ განვითარებაზე მუშაობს.

უკრაინის 25 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისთვის მზადება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.  საწყის ეტაპზე, ISFED-მა მისიისათვის საჭირო ფინანსები მოიპოვა და ამჟამად ახორციელებს მისიის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უკრაინის არჩევნებზე, ENEMO-ს ეგიდით, 20-ზე მეტ დამკვირვებელს აგზავნის. მათ შორის არის 6 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელიც უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდება.

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციია გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.


<< უკან
15.10.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted