EN
GE
თვითმმართველობები
23 ივლისი, 2015
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები გამოკითხა და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების პროცესის ეფექტურობა შეაფასა. 
10 ივლისი, 2015
თბილისის მერია „სამართლიან არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ საჯარო მოხელეთა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევს. მერიიდან მოწოდებული წერილის მიხედვით, ორგანიზაციას გასაუბრებაზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსის ნაცვლად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის სტატუსით შესთავაზეს. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მიუღებელია მსგავსი შეთავაზება, რადგან კომისიის წევრის სტატუსი, წინააღმდეგობაში მოდის სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობასთან.
10 ივლისი, 2015
კანონპროექტის განხილვებისას სრულიად იგნორირებული იყო  თავად მოსახლეობის, ასევე იმ 60-მდე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებმაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას წელიწადზე მეტი მოანდომეს. შედეგად,  ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,   საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების ქმედითი, ეფექტური კოლეგიალური წარმონაქმნის ცნება პროექტიდან ამოღებულია.
30 ივნისი, 2015
‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც აღმასრულებელი (გამგეობა/მერია), ისე წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგი. კვლევის ობიექტი იყო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ქსელის (Facebook) გვერდები, ვინაიდან ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა აქტიურია სოციალურ ქსელებში, რომელიც დღესდღეობით ინფორმაციის გავრცელების სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. 
1 ივნისი, 2015
2015 წლის 31 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით გამართულ შუალედურ არჩევნებს სენაკის ოლქის  №34-ე,№35-ე და ზუგდიდის ოლქის №45-ე საარჩევნო უბნებზე დააკვირდა.
30 მაისი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საკრებულოების შუალედურ არჩევნებს სენაკის საარჩევნო ოლქის ორ და ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ერთ უბანზე დააკვირდება.

27 მაისი, 2015
27 მაისს, ‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’ ცესკოში ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს აკვირდებოდა.
21 მაისი, 2015
საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებით და დარღვევებით მიაწოდა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულების43%-მა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების 68%-მა ინფორმაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები  37 გამგეობაში, 17 საკრებულოში და 7მერიაში გამოვლინდა.
21 მაისი, 2015
2015 წლის 22 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. 

16 მარტი, 2015
"სამართლიანი არჩევნები" მიესალმება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურო-საატესტაციო კომისიას ხელახლა ჩაატაროს გასაუბრების ეტაპი.

წინა |  1  2  [3]  4  5  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted