EN
GE
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პრესის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში
2012 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფართომასშტაბიანი მედიამონიტორინგი 
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა ნაწილია მიმდინარე 
პროექტისა „პროფესიონალული მედია არჩევნებისთვის“, რომლის ერთ-ერთი მიზანია არჩევნების პერიოდში 
პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედიაგაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით.
ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების რაოდენობრივ და თვისებრივ მონიტორინგს 
ახორციელებდნენ ავტორიტეტული სლოვაკური ორგანიზაცია „მემო 98”-ის მიერ გაწვრთნილი ქართული სამოქალაქო 
ორგანიზაციები: 
• კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) – სატელევიზიო არხების მონიტორინგი
• ინტერნიუსი-საქართველო – რადიოსაშუალებების მონიტორინგი
• სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) – ბეჭდური მედიის მონი-
ტორინგი
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი – ონლაინ მედიის მონიტორინგი

Undp Media Geo 2012 1geeeee by ISFED


<< უკან
26.02.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted