EN
GE
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელი ანგარიში
2008 წლის 5 იანვარს დანიშნულ საქართველოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) მობილიზება გაუკეთა დამკვირვებელთა ქსელს. ორგანიზაცია მზად არის, 3400 დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელოს ფართომასშტაბიანი მონიტორინგი და დაფაროს საქართველოში არსებული საარჩევნო უბნების მაქსიმალური რაოდენობა.

“სამართლიანი არჩევნების” ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მოიცავს:

• წინასაარჩევნო პერიოდის;
• არჩევნების დღისა; და
• არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.

“სამართლიანი არჩევნების” ცენტრალური და რეგიონული ოფისების, ისევე როგორც რაიონული წარმომადგენლების მიერ განხორციელებულმა წინა-საარჩევნო პერიოდის მონიტორინგმა მოიცვა შემდეგი ასპექტები: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი ყველა დონეზე, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონით დადგენილი ვადების დაცვა და წინასაარჩევნო ღონისძიებების შესრულება. გარდა ამისა “სამართლიანმა არჩევნებმა” განახორციელა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სრული პროცესის, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო mკამპანიებისა და ხმების მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგებს ორგანიზაცია საზოგადოებას აცნობდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის “საარჩევნო სიახლენის” მეშვეობით. 

“სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია მოიცავს და დაფარავს 75 საარჩევნო ოლქის უბანთა უმრავლესობას. 2008 წლის 5 იანვარს ორგანიზაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს მიავლენს საარჩევნო უბნებზე, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. პარალელურად, ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფები სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან უახლესი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მათი ფუნქცია ასევე იქნება, რეაგირება მოახდინონ კრიტიკულ სიტუაციებზე, თუ ასეთი შეიქმნა საარჩევნო უბნებზე



2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები by Manila Terrence Parker


<< უკან
05.01.2008


Print
All rights reserved & Design is copyrighted