EN
GE
კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა
20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.  პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
მწვანე ალტერნატივა 
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი 
მედიის განვითარების ფონდი 
საქართველოს გაეროს ასოციაცია 
საზოგადოება და ბანკები 
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი 
ხმა საქართველოდან 


კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა 


<< უკან
05.09.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted